• Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

23 თებერვალს

გ ე პ ა ტ ი ჟ ე ბ ი თ


ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის სამღვდელმთავრო მსახურებასა და საიუბილეო კონცერტზე !

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კანადაში დღესასწაულობს 10 წლის იუბილეს დაარსებიდან!

კონცერტის შემდგომ გაიმართება სადღესასწაულო ტრაპეზი.

კონცერტის და ტრაპეზის ბილეთის შესაწირი $120.

ბილეთების რაოდენოვა შეზღუდულია, გთხოვთ მიაკითხოთ ეკლესიაში მესანთლესთან ან მოგვწეროთ პირადში ან ემაილზე info@georgianchurch.ca.

შემოსული თანხა ჩაირიცხება ტორონტოს ეკლესიის მშენებლობის ფონდში.

კონცერტში მონაწილეობენ:
ტორონტოს ქართული ხალხური ცეკვის და სიმღერის ანსამბლი "ივერიონი",
ქართულის სიმღერის ოსტატები,
ნიუ ჯერსის ანსამბლი "იბერიელები"

 

ეკლესიი მისამართი: 10 HOWARTH AVE. SCARBOROUGH. M1R 1E8
ღონისძიების და ტრაპეზის მისამართი: 4300 Cawthra Road. Mississauga, L4Z 1V8

Georgian Orthodox Church in Canada celebrates 10 year anniversary

The Iveron Icon Mother of God Georgian Orthodox Church in Toronto invites you to attend a special 10 year anniversary concert and reception on February 23, 2020.

 

Ticket price $120 CAD.

 

All proceeds will be donated to the fund for the construction of a Georgian church in Toronto.

22.02.2019

24-25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამავე ეპარქიის მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით, ტორონტოში არსებული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარში საზეიმო ღონისძიება აღინიშნება. 


ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის და მონრეალის წმინდა ნინოს სამრევლოს წინამძღვმა, დეკანოზმა თომა ბეკურიშვილმა "კარიბჭესთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულთან ერთად, ტრადიციულად ყოველ წელს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დღესასწაულზე, ტორონტოში ერთადერთ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში უამრავი ქართველი იმიგრანტი მობრძანდება. ეს არის ამერიკასა და კანადაში მცხოვრები ქართველი იმიგრანტებისათვის დიდი დღესასწაული, რადგანაც ქართველები ნუგეშს, თავშესაფარს და დახმარებას ეკლესიის წიაღში პოულობენ. როგორც მეუფე საბას ლოცვა-კურთხევით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში არსებული ყველა ქართული სამრევლო ტაძრის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმსახურებას აღავლენს მეუფე საბა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ქართულ სამღვდელოებასთან ერთად. ასევე გაიმართება ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე ქართული ხალხური ცეკვის, სიმღერის ანსამბლების, კულტურული ცენტრების შეხვედრები და ღონისძიებები. ვფიქრობთ, მსგავსი ერთობლივი მსახურებები და ღონისძიებები უფრო მეტად გააერთიანებს, უფალში და ერთობაში გააძლიერებს, სამშობლოდან გადახვეწილ იმიგრანტებს, ასევე სხვა ეროვნების მართლმადიდებელ ქრისტიანებს.

სადღესასწაულო მსახურებას დაესწრებიან და საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებული ანსამბლი "ივერიონი", ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრის ანსამლი "ფესვები", ნიუ ჯერსის ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიელები", ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი ოსტატები და მომღერლები: შალვა და გაბრიელ მახარაშვილები, უჩა აბულაძე, დიანა ირემაშვილი და გუნდი "ალილო". ასევე ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამრევლო გაუმასპინძლდება ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან ჩამოსული სამრევლოების წარმომადგენლებს. სტუმრები მობრძანდებიან ნიუ იორკიდან, ნიუ ჯერსიდან, პენსილვანიიდან, მერილენდიდან და ილინოისიდან. ფრიად აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილეების უმრავლესობას ამერიკის ქალაქებიდან ტორონტომდე მისაღწევად ათასი კილომეტრების გადმოლახვა მოუწევთ. გვახარებს ის, რომ ქართული ეპარქიის სამრევლოებში ერთმანეთის დიდი სიყვარული და თავდადება მეუფე საბას მიერ ჩანერგილი და ნასწავლია. 
ტორონტოს სამრევლო, ეკლესიის მსახურები, მეტრაპეზეები, ანსამბლის ქორეოგრაფები, მომღელები და ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები, დეკანოზი თომას წინამძღვრობით, დიდი შრომით, პასუხისგებლობით და თავდადებით გეგმავენ და ახორციელებენ ამ დიდ დღესასწაულს, რომელიც კანადის ისტორიაში იქნება ქართველთა გამაერთიანებელი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. 

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია 2009 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დაარსდა. მის მმართველად დადგინდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი). ეპარქიის იურისდიქციაში შედის ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში არსებული ქართული სამრევლოები. 2014 წელს, წმინდა სინოდის დადგენილებით, არქიმანდრიტი საბა (ინწკირველი) გამოარჩიეს და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სა და წმინდა სინოდის წევრების მიერ ხელი დაასხეს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად.

წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში მრავალი სამრევლო გაიხსნა. გამრავლდა სამღვდელო და სამონაზვნო დასი. სხვადასხვა სამრევლოებთან ასევე ფუნქციონირებს კულტურის ცენტრები, რომელიც უზრუნველჰყოფს უცხოეთში მყოფი ბავშებისთვის ქართული ენის, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას.


 

სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი

2011 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიქარქის, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, მიტროპოლიტისა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და წმინდა სინოდის განჩინებით და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია ტორონტოში. ამავე დროს, დეკანოზი პავლე ზაქარაია დაინიშნა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის წინამძღვრად ტორონტოში.

2014 წლის 16 აგვისტოს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ მღვდლად ხელი დაასხა მამა თომა ბეკურიშვილს, რომელიც დაინიშნა ტორონტოს ეკლესიის წინამძღვრად და დღევანდელ დღეს ემსახურება ტორონტოს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესიას და მონრეალის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს.

ტაძართან არსებობს საკვირაო სკოლა სადაც  ბავშვები სწავლობენ ქართულ ენას, გალობას, ისტორიასა და საღმრთო რჯულს. ასევე ეკლესიასთან არის გახსნილი და მოქმედებს ცეკვის ანსამბლი "ივერიონი".

სადაგ დღეების მსახურებები:

ოთხშაბათი

  • 20:00 სთ: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი სავედრებელი ჯანმრთელობისათვის.

  • 21:00 სთ: აღსარება

შაბათი

  • 19:00-21:00 სთ: მწუხრის და ცისკრის მსახურება.

  • 21:00 სთ-22:00 სთ: აღსარება

კვირა

  • 09:30 - 13:00 სთ: საღმრთო ლიტურგია 

 

მსახურებების დეტალურ კალენდარს მიმართეთ ამ ბმულზე.



* ვისაც სურს ეზიაროს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, შაბათს საღამოს უნდა ჩააბაროს აღსარება მოძღვარს  და აიღოს ზიარების კურთხევა.

 

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია ტორონტოში. 

 

მისამართი:

10 HOWARTH AVE. TORONTO, ONTARIO, CANADA

www.torontomrevli.ca

www.georgianchurch.ca

www.georgianevents.ca

ჩვენს შესახებ

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის სამრევლოებს.

მისასმართი

412 Philmont Ave,
Feasterville-Trevose,

PA 19053, USA

info@gocna.org

გამოიწერეთ სიახლეები
  • Grey Facebook Icon
  • YouTube Social  Icon

© 2018წ. ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია