ფილადელფიის სამრევლოს შესახებ

2008 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქ. ფილადელფიას ეწვია მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი), რომელმაც ქართველ ემიგრანტებს ქართული სამრევლოს დაარსება აღუთქვა.

2009 წ. დაარსდა წმ. გიორგის სახელობის სამრევლო. სამრევლოს წინამძღვარად დადგენილ იქნა დეკანოზი პეტრე (ყრუაშვილი).

2010 წლის 26 ოქტომბერს, ამერიკაში, პენსილვანიის შტატის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში აღსრულდა ისტორიული ფაქტი - პრიველი ქართველი სასულიერო პირი, ბერ-დიაკონი საბა (ინწკირველი) მეუფე დიმიტრის მიერ ეკურთხა მღვდელ-მონოზვნად და დადგენილ იქნა ფილადელფიის წმ. გიორგის სახელობის სამრევლოს წინამძღვრად.

2013 წლამდე ღვთისმსახურებები აღევლინებოდა ნაქირავებ შენობაში.

2013 წ. ქართველი ემიგრანტების მიერ შეძენილ იქნა მიწა შენობითურთ (421 Philmont Ave. Feasterville-Trevose, PA. 19053), სადაც ბინა დაიდო წმ. გიორგის სახელობის ქართულმა მართლმადიდებლურმა სამრევლომ. 

წმ. გიორგის სახელობის ტაძარი ფილადელფიაში (პენსილვანია).

412 Philmont Ave,

Feasterville-Trevose, PA 19053, USA

ყოველკვირეული მსახურებები:

შაბათი, 6:00pm: მწუხრი

კვირა,   9:00am: ცისკარი და წირვა

კალენდარი: სექტემბერი 2018

ჩვენს შესახებ

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის სამრევლოებს.

მისასმართი

412 Philmont Ave,
Feasterville-Trevose,

PA 19053, USA

info@gocna.org

გამოიწერეთ სიახლეები
  • Grey Facebook Icon
  • YouTube Social  Icon

© 2018წ. ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია