ნიუ ჯერსის სამრევლოს შესახებ

ნიუ-ჯერსის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამრევლო დაარსდა 2011 წელს, დეკანოზი პეტრეს (ყრუაშვილი) ხელმძღვანელობით და მიტროპოლიტი დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა კურთხევით. ტაძარი მდებარეობს ცენტრალურ ნიუ ჯერსიში, ქალაქ მენვილში.

 

მრევლის ძირითადი ნაწილი შედგება ნიუ ჯერსის შტატში მაცხოვრებელი ქართველი ემიგრანტებისგან. ტაძართან ფუნქციონირებს ქართული ცეკვის ანსამბლი "იბერიელები" და ქართული სკოლა "ლაზარე". ასევე ყოველ კვირა ტარდება რელიგიის და გალობის გაკვეთილები. სამრევლოში პერიოდულად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები ჩვენი მრევლის წევრების და სტუმრების მონაწილეობით.

 

2017 წლიდან, წმ. გრიგოლ ხანძთელის სამრევლოში მოღვაწეობს დეკანოზი მატათა (ქორჩილავა), რომელიც აქტიურად ზრუნავს სამრევლოს განვთარებაზე.

ყოველკვირეული მსახურებები:

შაბათი, 5pm: მწუხრ-ცისკრის ლოცვები

კვირა, 9:30am: წირვა

კალენდარი: მარტი 2019

წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი ნიუ-ჯერსის შტატში. 

135 South 3rd Ave,

Manville, NJ 08835, USA